ირაკლი ალასანია “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრების მიერ “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება

ირაკლი ალასანიას განმარტებით, ის ემიჯნება “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრების მიერ “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებებს

როგორც ალასანიამ ჟურნალსტებთან საუბრისას აღნიშნა, ის და ,,თავისუფალი დემოკრატები” რჩებიან ერთგული იმ ღირებულებების, რითაც აქამდე მოვიდნენ.

,,ერთმნიშვნელოვნად ვმიჯნავ ჩემი და ,,თავსუფალი დემოკრატების” პოზიციისგან, რამდენიმე ჩვენი ყოფილი წევრის მიერ წამოწყებულ ,,ქართული ოცნების” მხარდაჭერის კამპანიას. მათ თავიანთი პოლიტიკური გზა აქვთ არჩეული. ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ ღირებულებების, რითაც აქამდე ,,თავისუფლაი დემოკრატები” მოდიოდა. ჩვენ არცერთ პოლიტიკურ ძალას, გარდა ჩვენი კანდიდატის, თეიმურაზ გაფრინდაშვილისა, მხარს არ ვუჭერთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში“საარჩევნო უბნებთან კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც ამომრჩევლების დაშინებას ცდილობენ”
შემდეგი სტატია“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით არჩევნები უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს