ირაკლი ალასანია სამომავლო გეგმებზე 18 ოქტომბერს ისაუბრებს

ირაკლი ალასანია სამომავლო გეგმებზე საუბარს 18 ოქტომბერს გეგმავს. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, “კაბელების საქმეზე” დასასწრებად მივიდა და მხოლოდ აღნიშნულ საკითხზე გააკეთა კომენტარი:

”ჩვენ ერთად, მთელი გუნდი გავაგრძელებთ ბოლომდე ბრძოლას იმისთვის, რომ გამოვიხსნათ პოლიტიკური პატიმრები ამ ტყვეობიდან. ამისთვის ყველა სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებთ, ასევე საზოგადოებრივი საქმიანობა ორგანიზებული იქნება იმისთვის, რომ ბიჭები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა მათი ციხეში გაშვება, ძალიან მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და სახლებს. ბუნებრივია ეს ის საქმეა, რომელზეც ყველანი ერთსულოვანი ვართ. საზოგადოება ჩვენს გვერდითაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მათ გაათავისუფლებენ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში“არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ხმა “ქართულ ოცნებას” და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ხმა “ნაციონალურ მოძრაობას”
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთ კანდიდატად ირინა იმერლიშვილი დასახელდა