საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთ კანდიდატად ირინა იმერლიშვილი დასახელდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთ კანდიდატად ირინა იმერლიშვილი დასახელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ახლადარჩეულმა მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადდა. “პირად მე დავაყენე ქალბატონი ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა, სხვა მოსამართლეების ნაცვლად, მე ვერ გიპასუხებთ. მე გეტყვით იმას რაც მეხება მე, სხვა კანდიდატურებზე მე ვერ გეტყვით” -განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
ირინა იმერლიშვილმა ისე დატოვა შენობა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია. მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის განცხადებით, დასახელდა სხვა კანდიდატურაც, თუმცა ვინ, არ დააკონკრეტა. “ეს საჯარო ინფორმაციაა და პრესს სამსახური გაავრცელებს ინფორმაციას” – განაცხადა ფაფიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია სამომავლო გეგმებზე 18 ოქტომბერს ისაუბრებს
შემდეგი სტატია“ოქრიაშვილი მოქკავშირ-ნაცების შემდეგ ამჯერად ოცნებიდან შეიყვანა ბიძინამ უკვე მერამდენე პარლამენტში”