ირაკლი ალასანია: პირობას ვდებ, რომ ყველა პოლიციელი და უშიშროების თანამშრომელი განთავისუფლდება პოლიტიკური დიქტატისგან

მე ვდებ პირობას, რომ ყველა პოლიციელი და უშიშროების თანამშრომელი განთავისუფლდება პოლიტიკური დიქტატისგან,- ამის შესახებ განცხადება ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ , პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე გააკეთა.
ალასანიას განცხადებით, ძალოვანი უწყების თანამშრომლებს ყველაზე მეტად საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება.
”საქართველოს პოლიციას, უშიშროებას, ყველაზე მეტად, საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება. მე ვდებ პირობას, რომ ყველა პოლიციელი და უშიშროების თანამშრომელი განთავისუფლდება პოლიტიკური დიქტატისგან. მათი საქმე იქნება, ებრძოლონ ორგანიზებულ დანაშაულს. ჩვენ გავზრდით ხელფასებს, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროში, ჩვენს ჯარს გავუზარდეთ ხელფასებს. ამას ”თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებიდან გავაკეთებთ”,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშინიცის ტერორისტი სამი შვილის მამა იყო
შემდეგი სტატიათავისუფალი დემოკრატების საპარლამენტო სიის პირველი ოცეული დასახელდა