ნიცის ტერორისტი სამი შვილის მამა იყო

ტუნისის სპეცსამსახურების წყაროები ამბობენ, რომ სატვირთოს მძღოლი, რომელმაც ნიცაში ხალხს გადაუარა, ტუნისიდან ოთხი წლის წინ გადასახლდა საფრანგეთში – Reuters-ი წერს.
31 წლის მოჰამედ ლახუაიეჯ ბუხლელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტუნისიდან იყო. ადგილობრივ მთავრობას მასზე, როგორც რადიკალ ისლამისტზე არა აქვს ინფორმაცია. გარდა ამისა, ბუხლელი დაოჯახებული იყო და სამი შვილი ყავდა.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, გვიან ღამით ნიცაში სატვირთომ ხალხს გადაუარა, რომლის შედეგადაც დაღუპულია 84, მათ შორის ათამდე ბავშვი.

მანქანას საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით ტუნიზელი მოჰამედ ბულელი მართავდა. ის პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს.
მომხდარი შეფასებულია როგორც ტერორისტული აქტი. მომხდარზე, ჯერჯერობით, პასუხისმგებლობა არავის აუღია.
ფრანსულა ოლანდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 50 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

დღეს საფრანგეთში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიერდოღანისადმი ლოიალურმა ძალებმა ამბოხებულების კიდევ ერთი ვეტმფრენი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: პირობას ვდებ, რომ ყველა პოლიციელი და უშიშროების თანამშრომელი განთავისუფლდება პოლიტიკური დიქტატისგან