ირაკლი აბესაძე : ვეცდებით, ვაიძულოთ ხელისუფლება კონსტიტუციით დაამკვიდროს სამართლიანი საარჩევნო სისტემა

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიმდინარე კვირას შევა, დოკუმენტს საბოლოოდ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ. უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ვარიანტს ოპოზიცია ხელისუფლებაზე მორგებულს უწოდებს:

„ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს არის პირდაპირი მცდელობა კვლავ ხელოვნურად, ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე შეინარჩუნონ ხელისუფლება და მიიღონ ისეთივე უსამართლო შედეგი, როგორიც ეს დადგა 2016 წლის არჩევნების შემდგომ. ამიტომ, ვენეციის კომისია თუ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა ამ პროცესებში იქნება ჩვენი ბერკეტები, რითაც ვეცდებით, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება კონსტიტუციით დაამკვიდროს სამართლიანი საარჩევნო სისტემა,“-განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიუაქციზო სიგარეტის გატანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი გადაიდო