მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი გადაიდო

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე დაკავებული მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი გადაიდო. სამართალდამცველებს ის სასამართლო დარბაზში არ მიუყვანიათ და არც მიზეზები განუმარტავთ. პოლიციელის თქმით, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.ადვოკატის თქმით, ის გარკვეულ კითხვით ნიშნებს ხედავს, რადგან მისთვის გაუგებრია, რა მიზეზით არ მიიყვანეს დაკავებული სასამართლო პროცესზე.

გუშინ, მერაბ ღოღობერიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ღვედის არ ქონის გამო დააჯარიმეს შემდეგ კი პოლიცილებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. დღის ბოლოს ღოღობერიძე გაათავისუფლეს თუმცა რამდენიმე საათში ის სამართალდამცავებმა ისევ დააკავეს. ადვოკატი ზაზა პაპიძის თქმით 11-12 მარტის აქციის მოვლენების საქმეზე დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : ვეცდებით, ვაიძულოთ ხელისუფლება კონსტიტუციით დაამკვიდროს სამართლიანი საარჩევნო სისტემა
შემდეგი სტატიაეკონომიკური დანაშაული – “ევროპული საქართველო” კოდექსის ლიბერალიზაციას ითხოვს