,,ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის მერვე ნომერი, ირაკლი აბესაძე, დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებს და ნაციონალურ მოძრაობას იმ პოლიტიკურ ძალად ასახელებს, რომელიც, “ოპოზიციაში ყოფნის მიუხედავად, სრული პასუხისმგებლობის შეგრძნებით აგრძელებენ მუშაობას ქვეყნის სასიკეთოდ”.
ამის შესახებ აბესაძემ გადაცემა ,,არჩევანში” ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაასახელა მიზეზები, თუ რატომ გადაწყვიტა საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მონაწილეობის მიღება.