ქვეყანაში არის შექმნილი საკმაოდ ცუდი მდგომარეობა – სერგი კაპანაძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სერგი კაპანაძე, გადაცემა ,,არჩევანში” არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ძლიერი და სწორედ ამას უკავშირებს საკუთარ გადაწყვეტილებას.

“დღეს ქვეყანაში არის შექმნილი საკმაოდ ცუდი მდგომარეობა ძალიან ბევრი მიმართულებით და ამ კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება ახალი სისხლი. ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყოს ძლიერი, ენერგიული და არანაირი ყოყმანი არ იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ საით უნდა წავიდეთ. მე მჯერა, რომ 2016 წლის მერე ჩვენი პოლიტიკა იქნება უფრო დინამიური,“ – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე ნაციონალურ მოძრაობას “პასუხისმგებლიან ოპოზიციურ ძალად” ასახელებს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი ნაციონალურ მოძრაობის სიას “განახლებისა და გამარჯვების გზავნილად” აფასებს