ირაკლი აბესაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პოპულისტურს და გაუგებარს უწოდებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 30, 2019 11:42

ირაკლი აბესაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პოპულისტურს და გაუგებარს უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით პოპულისტურს და გაუგებარს უწოდებს.

როგორც ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი ტიპის განცხადებები აფუჭებს გარემოს, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად უნდა იბრძოლონ.

„ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ ივანიშვილთან ბრძოლისას პროდასავლური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, ასეთი ფორმით თავს არ დაესხან. უნდა იყოს პოლემიკა და დებატი, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს შორის ეკონომიკაზე, სიღარიბის დაძლევაზე და ამ მიმართულებით ერთმანეთის გაკრიტიკება ლეგიტიმურად მიგვაჩნია. მაგრამ ისეთი, რბილად რომ ვთქვა, პოპულისტური და გაუგებარი შინაარსის პიროვნული თავდასხმა, როგორიც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, გაუგებარია და რა თქმა უნდა, აფუჭებს გარემოს, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი ბრძოლით უნდა დაამარცხონ ივანიშვილი“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 30, 2019 11:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,425
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics