სოფო ქაცარავა : პარლამენტში დავით ზალკალიანის მოსმენა ოქტომბერში, „მინისტრის საათის“ ფორმატში იგეგმება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მოსმენა ოქტომბერში, „მინისტრის საათის“ ფორმატში იგეგმება.

როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, დავით ზალკალიანის მოსმენა მინისტრის საათის ფარგლებში ისედაც იგეგმებოდა.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მომართვას, თუ ამის შესაძლებლობას საპარლამენტო გრაფიკი მოგვცემს, ამ საკითხს განვიხილავთ. რაც შეეხება ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრას, საქმის კურსში ვიყავი, გაერო-ს ასამბლეაზე მეც ვიყავი. არაერთი შეფასება გააკეთა მინისტრმა და ეს შეხვედრა სრულ კოორდინაციაში იყო საერთაშორისო პარტნიორებთან. შეხვედრა გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში, შვეიცარიის ხელშეწყობით და ორგანიზებით გაიმართა”, – განაცხადა ქაცარავამ.

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს „ნაციონალური მოძრაობა” იბარებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პოპულისტურს და გაუგებარს უწოდებს
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი – ეკა ბესელიას პროკურატურაში პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ