ირაკლი აბესაძე :გასული ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გართულებული იყო საპარლამენტო საქმიანობა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ გასული ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გართულებული იყო საპარლამენტო საქმიანობა.

„მნიშვნელოვანი ხარვეზები ქონდა საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას პირველ რიგში, როდესაც მინისტრები მიზანმიმართულად და უხეშად არღვევდნენ საქართვლოს პარლამენტის რეგლამენტს და არ ასრულებდნენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მოსულიყვნენ საქართველოს პარლამენტში და შეკითხვებზე პასუხი გაეცათ, თუნდაც უმცირესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არც ერთხელ არ მობრძანებულა პარლამენტში შეკითხვებზე პასუხების გასაცემად. ასე რომ, დღეს არაფერი თავმოსაწონებელი ბატონ კობახიძეს თავის გამოსვლაში არ ექნება“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე ანგარიშით უნდა წარდგეს.

დღეს მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში იმართება.

banner
წინა სტატიაშისპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ დათუნაშვილს ხვდება
შემდეგი სტატიამეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება – ესკალატორების ტექნიკური ხარვეზი