მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება – ესკალატორების ტექნიკური ხარვეზი

ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, სხვა სადგურები მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ:

„სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზის გამოსასწორებლად. სამუშაოების დასრულებისთანავე მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრთა მიღებას განაახლებს. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე :გასული ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გართულებული იყო საპარლამენტო საქმიანობა
შემდეგი სტატია“ნუ გექნებათ ილუზია, რომ ხელისუფლებაში იქნებით სულ…ეს ადამიანები აუცილებლად გამოიყენებენ სისტემას თქვენს წინააღმდეგ”- კახიძე