ირაკლი აბესაძე: ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი ნარმანიამ ივანიშვილს გადასცა

ბიძინა ივანიშვილმა, თბილისის მერის, დავით ნარმანიას ხელშეწყობით, დედაქალაქის ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 40 000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა.

ინფორმაციას ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე ავრცელებს.

ოპოზიციის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ჯამში 390 000 კვ.მ ფართის ნაკვეთზე, მერიამ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, აქტიური გამწვანების ზონაში მშენებლობის უფლებაც მისცა.

“მერიას შეაცვლევინა და გადაიტანა კრწანისი-შინდისის მშენებარე გზა, რომლის გამოც უკვე მოჭრილი და გადარგულია 550-მდე ხე, დახარჯულია თითქმის 700 000 ლარი იქ არსებული გაზის მილის გადასატანად. აღმოჩნდა, რომ ბუნება გაიჩეხა და საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინას რეზიდენციის მშენებლობისთვის გათავისუფლებულიყო პოლიგონი. სხვათაშორის, ადგილზე თითქოს, სადაც გზის მშენებლობა გადაიტანეს, დამატებით 700 ხე უნდა მოიჭრას და გადაირგოს.

“მოკლედ, ბიძინამ მიიტაცა და ნადგურდება 390 000 კვ.მ ლანდშაფტური დაცვის ზონა, მათ შორის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, იჩეხება ათასობით ხე და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინამ ახალი სახლი აიშენოს. ამ კაცს მხოლოდ საკუთარი, პირადი სიხარბე ამოძრავებს და ეს უკვე ძალიან მავნებლურ, საშიშ მასშტაბებშია გადაზრდილი,” – ნათქვამია ირაკლი აბესაძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მისი მტკიცებით, ყველა ეს ფაქტი დოკუმენტურად არის დადასტურებული.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 2.2334 ლარია
შემდეგი სტატია“შალვა ნათელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” არაფორმალური წევრია”