“შალვა ნათელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” არაფორმალური წევრია”

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი აცხადებს, რომ IRI-სა და NDI-ის კვლევები სრული აბსურდია. მათი თბილისის ოფისები ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის შემოტანისკენაა მიმართული.

“ბოლო ორი კვლევა 2016 წელს “ვარდების რევოლუცია 2″-ის დაანონსებას წარმოადგენს. მათი მიზანია, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები ხელისუფლებაში მობრუნდნენ”,- ამის შესახებ, სოსო შატბერაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ შემოდგომაზე IRI და NDI ყალბ ეგზითპოლებს გამოაცხადებენ და “ნაციონალური მოძრაობა” შეეცდება, 2003 წლის მსგავსად, ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს.

“სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვა, თუ ქართული “მაიდანი” არ მოხდა, რომლის მოწყობასაც ისინი აპირებენ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ დავუშვათ”, – განაცხადა შატბერაშვილმა.

მან შალვა ნათელაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2011 წლიდან დღემდე, შალვა ნათელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” არაფორმალური წევრია.

“როცა ერთად ვიყავით, ნათელაშვილს “რუსთავი 2”-ის კარი გადაკეტილი ჰქონდა, დღეს კი, ამ ტელევიზიის სახეა. ამერიკაში ვიზიტებიც რომ ავიღოთ, სენატორებთან მას ვინ მიუშვებდა, ახლა რომ დაბრძანდება და ქვეყანას აბეზღებს?!”, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე: ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი ნარმანიამ ივანიშვილს გადასცა
შემდეგი სტატიალეონიდ ჩერნოვეცკი დავით უსუფაშვილს საპარლამენტო მოსმენების გამართვას სთავაზობს