იოსელიანი – გაუგებარია, პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვდე და ღონისძიებაზე მისვლაზე უარს ეუბნებოდე

ვისურვებდი, ყველა პოლიტიკური პარტია დასწრებოდა პრეზიდენტთან მიღებას, რადგან ერთმანეთთან გაბუტულ პოზაში ყოფნა ვერანაირ დიალოგს ვერ დაძრავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„მე ვიქნები პრეზიდენტის სასახლეში ღონისძიებაზე. ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია დასწრებოდა მას, რადგან ასე ერთმანეთთან გაბუტულ პოზაში ყოფნა ვერანაირ დიალოგს ვერ დაძრავს. ამას სჭირდება ნაბიჯების გადადგმა და კარგი საშუალებაა ეს პლატფორმა გამოყენებული იქნას დიალოგის დასაწყებად. „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკაზე ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის გაუგებარია, შეწყალებას სთხოვდე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის და ღონისძიებაზე მისვლაზე უარს ეუბნებოდე, თუმცა, ალბათ, მათ თავიანთი პოლიტიკური ტაქტიკა აქვთ,“ – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიუგულავა „ფულის გათეთრების“ საქმეზე – სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს საქმე არის აბსურდი
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერიის მიერ ბიზნესსუბიექტების მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება