იოსებ ჭუმბურიძე – აქეთ – პრემიერი, რომელიც დროდადრო ფრთხილად იქავებდა უძილობისგან დაღლილ თვალებს; იქით – უსაქმურობით გაქსუებული ოპოზიცია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 27, 2020 22:17

იოსებ ჭუმბურიძე – აქეთ – პრემიერი, რომელიც დროდადრო ფრთხილად იქავებდა უძილობისგან დაღლილ თვალებს; იქით – უსაქმურობით გაქსუებული ოპოზიცია

“აქეთ – საქმე, იქით – მცონარობა. აქეთ – პრემიერი, რომელიც დროდადრო ფრთხილად იქავებდა უძილობისგან დაღლილ თვალებს; იქით – უსაქმურობით გაქსუებული ოპოზიცია, რომელსაც ენის ქავილი მოსძალებოდა. აქეთ – საქმეზე მოსაუბრე პრემიერი; იქით – მიშას ნაჩუქარი(ბიუჯეტის ხარჯზე) „ოქროს ძეწკვით” გრძელყელდამშვენებული ბოკუჩავა, რომელსაც სისხლიანი ხელები ელანდებოდა… მარტო ბოკუჩავა რომ იყოს ოპოზიციის პრობლემა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. მაგრამ რამდენი თინა და ოთოა პარლამენტში და მით უფრო „გარე ოპოზიციაში”, – ამის შესახებ ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს.

„და სათქმელი უნდა ითქვას. უფალმა 183 წლის წინათ ილია გამოგვიგზავნა. მოგვიკლეს. 81 წლის წინათ – ზვიადი. მოვაკვლევინეთ. ეს კაცი, რა თქმა უნდა, არც ილიაა და არც ზვიადი. მაგრამ ეს კაციც ღვთის წყალობაა დღევანდელი საქართველოსთვის. არ გინდა, იდგე პარლამენტის ტრიბუნასთან და ასე ღირსეულად გაუმკლავდე ბოკუჩავების, გოცირიძეების, ბოკერიების, სამადაშვილების უტიფრობას?! მოკლედ, ღირსეული და საქმიანი კაცია გიორგი გახარია! მივაფურთხოთ ეშმაკს(შეგიძლიათ, ოპოზიციაც იგულისხმოთ) და თუ სამშობლო ჭეშმარიტად გვიყვარს და მისთვის სიკეთე გვინდა, დავუდგეთ გვერდით. შეხედეთ გახარიას, რომელიც ოთხი თვეა, პანდემიასთან ბრძოლას ხელმძღვანელობს და შეხედეთ ციხიდან გამოსულ უგულავას. თვალებში შეხედეთ. ოქრუაშვილს არ შეხედოთ, აზრი არა აქვს”, – წერს იოსებ ჭუმბურიძე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 27, 2020 22:17

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics