იონათამიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე – ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის უპასუხისმგებლობა, როდესაც გაექცნენ პასუხებს კითხვებზე

ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის უპასუხისმგებლობა, როდესაც გაექცნენ პასუხებს კითხვებზე და იმის უნარიც კი არ აღმოაჩნდათ, რომ ელემენტარული დიალოგი ჰქონოდათ საკუთარ, მცირერიცხოვან ამომრჩეველთან, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ დაინიცირდება საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვაწყოთ საჯარო განხილვები, სადაც საზოგადოების აზრს ღიად გავეცნობით. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ვნახეთ მათი უპასუხისმგებლობა მთელ ამ პროცესში, როდესაც გაექცნენ პასუხებს კითხვებზე და იმის უნარიც კი არ აღმოაჩნდათ, რომ ელემენტარული დიალოგი ჰქონოდათ თუნდაც საკუთარ მცირერიცხოვან ამომრჩეველთან. შესაბამისად, მათთვის უკვე უცნაური აღარ უნდა იყოს, რომ საკუთარი მცირერიცხოვანი ამომრჩეველიც კი უარს ეტყვის მათ პოლიტიკაში ყოფნაზე“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უტიაშვილი – ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარის შესყიდვას ხელი არ შეუშლია რეალური კურსის ისტორიული გამყარებისთვის
შემდეგი სტატიაავსტრიული მედია – საქართველო – ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი!