იონათამიშვილი – მარკეტა გრეგოროვას განცხადება უსამართლოა და სამწუხაროა

მსგავსი განცხადებები, ერთადერთი ვის ინტერესშიც შეიძლება იყოს, ეს არის რუსეთი და რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, რადგან პროევროპული ხელისუფლება ჰყავს, რაც ვერ დაინახეს საქართველოს შემთხვევაში.

იონათამიშვილის თქმით, მარკეტა გრეგოროვას განცხადება უსამართლოა და სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარი ასე ფიქრობს.

“ეს არის ძალიან უსამართლო განცხადება, რომელსაც არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს და ძალიან სამწუხაროა, როცა კეთდება ისეთი განცხადება, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელმაც ყველაზე ქმედითი ნაბიჯები გადადგა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ვინც განსაკუთრებით წინ წაიყვანა ჩვენი ქვეყანა ნატო-სთან ინტეგრაციის თვალსაზრისით და ჩვენ გვაქვს დღეს ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, ასევე მივიღეთ პერსპექტივა. ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო არის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ უფრო მეტი ნატო და ევროკავშირი იყოს საქართველოში,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ქართველებმა ზუსტად ვიცით, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს
შემდეგი სტატიაგვქონდა შემთხვევა, როცა კონკრეტული პატიმრები კონფლიქტში შემოვიდნენ – ლომჯარია CPT-ს ანგარიშზე