გვქონდა შემთხვევა, როცა კონკრეტული პატიმრები კონფლიქტში შემოვიდნენ – ლომჯარია CPT-ს ანგარიშზე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართულ ციხეებში არაფორმალურ კრიმინალურ მმართველობაზე ომბუდსმენის აპარატი გასული წლის ანგარიშშიც საუბრობდა.

ლომჯარიას თქმით, შემოწმებისას კონკრეტული პატიმრები სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაჰყვებოდნენ და სხვა პატიმრებს შესაძლებლობას არ აძლევდნენ თავისუფლად ესაუბრათ:

“თავად პატიმრები საუბრობენ ამაზე ჩვენთან, ისაუბრეს CPT-სთან. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშში დეტალურად მიმოვიხილეთ რამდენიმე გამოძიების მასალა, სადაც გამოძიება იყო დაწყებული ციხეში ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე და ძალადობაზე, რისი მოტივიც იყო ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულობა და ძალადობა სხვა პატიმრებზე.

ასევე, როდესაც ზონებში შედიხარ, CPT-ს წარმომადგენელიც საუბრობდა ამაზე, კონკრეტული პატიმრებიც დაგყვებიან და არ აძლევენ სხვა პატიმრებს საშუალებას შენთან შემოვიდნენ კომუნიკაციაში. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა კონკრეტული პატიმრები კონფლიქტში შემოვიდნენ ჩვენ წარმომადგენლებთან, მათი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ჩვენი წარმომადგენლები ესაუბრებოდნენ ექიმებს, ან სწავლობდნენ მასალებს ან კონკრეტულ პატიმრებს ცალკე ესაუბრებოდნენ. სურათი მიანიშნებს იმაზე რომ ასეთი სუბკულტურა ნამდვილად არსებობს”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

არაფორმალური კრიმინალური მმართველობა ქართულ ციხეებში, ე.წ. ქურდული სუბკულტურა, პრივილეგირებული პატიმრები”ობშიაკები” და გამოუძიებელი საქმეები – წამების პრევენციის ევროპული კომიტეტმა [CPT] ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის განხილვაც დღეს იმართება

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი – მარკეტა გრეგოროვას განცხადება უსამართლოა და სამწუხაროა
შემდეგი სტატიავატო შაქარიშვილი კელი დეგნანაზე: “ბატონს არ შევეგუებით”