იოჰანეს ჰანი: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვაჭრობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების გზაზე

ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა” ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ისაუბრა. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი ამბობს, რომ 1 ივლისი, როდესაც ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი თარიღი იყო.

“რამდენიმე დღის წინ, 1 ივლისს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი თარიღი იყო. ამ დღეს ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა. საქართველოსთვის უკვე გამოჩნდა გარკვეული შედეგები. 2015 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 2,58 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება პროგრესირებადია. მისი მოქმედების პირველივე წელს საქართველომ ამ შეთანხმებით ნაკისრი თითქმის ყველა ვალდებულება შეასრულა, რასაც გილოცავთ. მე მსურს გამოვიყენო შესაძლებლობა, და მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ მეგობრებს იმ რთული სამუშაოსთვის, რომელიც მათ ამის მისაღწევად შეასრულეს. თუმცა მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ დარჩა შესასრულებელი. საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების ვალდებულებების მოგვიანებით, 2017 წლიდან შესრულება აირჩია, რაც ნიშნავს, რომ მნიშვენლოვანი სავაჭრო საკითხები უნდა გადაწყდეს უახლოეს მომავალში. მსურს გითხრათ, რომ ამ შეთანხმების შესრულება არ არის მხოლოდ მთავრობის საქმე, მას ასევე სჭირდება ძლიერი ჩართვა პარლამენტისა და, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოების მხრიდან”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვაჭრობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების გზაზე. ჰანმა ასევ აღნიშნა, რომ ევროპულ ტექნიკურ სტანდარტებთან დაახლოება მნიშვნელოვანია, როგორც ექსპორტის გასაზრდელად, ისე შიდა ბაზრის სრულყოფისთვის. ამასთან, ევროკომისარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება ქართული პროდუქციისთვის მსოფლიოს სხვა ბაზრებს გახდის ხელმისაწვდომს.

banner
წინა სტატიაშივახტანგ რჩეულიშვილმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
შემდეგი სტატიავახტანგ რჩეულიშვილი: ვაყენებ ასეთ მოთხოვნას, გამოუშვან სალომე ჩარკვიანი, ის უდანაშაულოა