იოჰანეს ჰანი – ქართველი პარტნიორები სწორად არიან ორიენტირებულნი მომავალ უზარმაზარ სამუშაოზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაუახლოვდნენ ევროკავშირს

ჩვენი ქართველი პარტნიორები სწორად არიან ორიენტირებულნი მომავალ უზარმაზარ სამუშაოზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაუახლოვდნენ ევროკავშირს, – ამის შესახებ ბიუჯეტის და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საქართველო ძალიან დაკავებულია თავისი ევროპული მომავლის ფორმირებით. მოხარული ვარ, რომ მივიღე ამბიციური და რეალისტური სიახლე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისგან. ჩვენი ქართველი პარტნიორები სწორად არიან ორიენტირებულნი მომავალ უზარმაზარ სამუშაოზე, რაც მათ საშუალებას აძლევს დაუახლოვდნენ ევროკავშირს. ყოველ დღე!“, – წერს იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიშვედეთი უკრაინას უფრო მეტ ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გაუწევს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – სტრატეგიულ ეტაპზე ყოფნისას, ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ