პაპუაშვილი – სტრატეგიულ ეტაპზე ყოფნისას, ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ

სტრატეგიულ ეტაპზე ყოფნისას, ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებას, რომ როდესაც რეგიონში უსაფრთხოება სასწორზეა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება.

„ეს ნამდვილად არის ევროკავშირის და მისი საერთაშორისო საქმიანობის სანდოობის და ლეგიტიმურობისთვის ჭეშმარიტების მომენტი. სტრატეგიულ ეტაპზე ყოფნისას, კავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიიოჰანეს ჰანი – ქართველი პარტნიორები სწორად არიან ორიენტირებულნი მომავალ უზარმაზარ სამუშაოზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაუახლოვდნენ ევროკავშირს
შემდეგი სტატიავოლსკი – ევროპარლამენტს ნამდვილად აშფოთებს ის მდგომარეობა, რომ არც მოლდოვაში და არც უკრაინაში ასეთი გააფთრებული შეტევა სახელმწიფოს ინტერესებზე არ არსებობს – საქართველოში არსებობს