იოანე გამრეკელი: გელათის გადახურვის საკითხზე გამოძიება დაიწყოს

“არის დროებითი დაცვა. ვერ ასწრებდნენ და ზამთარში ხომ ვერ გადახსნი სახურავს. სამწუხაროდ, დღეს არ იციან ფრესკის ტექნოლოგია. ფრესკა ჰგონიათ მარტო კედელზე დახატული. ფრესკა რას ნიშნავს – ნედლს, ახალს. ის ასე ადვილად ვერ წაიშლება, მაგრამ ცხადია, ზიანდება. მეუფე კალისტრატე წინააღდეგ იყო ასეთი გადახურვის და ითხოვდა, როგორც ვიცი, ქვის ან სპილენძით გადახურვა ყოფილიყო. სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს, რადგან ძეგლი ჩემი კი არა საქართველოსია, ჩვენი წინაპრებისა და მომავლისაა, ეს ყველას პასუხისმგებლობაა”, -აცხადებს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი.

გელათის მონასტერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ დროებით თუნუქით გადახურა.

სპეციალისტების შეფასებით, ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავს და რომ დროებით გადახურვის პროექტიც არ არის სრულყოფილი.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი: ვირუსი აუცილებელი იყო – ისე ვიყავით გადაგვარებულები
შემდეგი სტატიანიკა გვარამია – თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ჰარცელისა და დეგნანის ქცევა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს