ინვალიდიზაციის საფრთხე – ჯიშკარიანი სააკაშვილთან ნევროლოგების კონსილიუმის მოწვევას ითხოვს

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გამოდის ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციისთვის ნევროლოგების კონსილიუმი შეიქმნას, რომელიც მისი ნევროლოგიური მკურნალობის სქემას შეიმუშავებს.

“მკურნლობის კურსი არ მიმდინარეობს შესაბამისად იმ დაავადებების, რომელიც არის აღწერილი. ყველაზე საგანგაშო არის ე.წ. ვერნიკეს სინდრომი, რომელიც მოჰყვა არაადამიანური მოპყრობის შედეგად შიმშილობის გახანგრძლივებას, თუ არ იქნა დროული ჩარევა, და მე ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად დაგვიანებულიც არის ჩარევა აქ, შემდგომში ჩვენ შეიძლება მივიღოთ გარკევული ქრონიზაცია აღნიშნული სინდრომის რაც იქნება ძალიან არაკეთილსაიმედო პროგნოზის მქონე და გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას.

მოწვეული იყოს გარკვეული კონსილიუმი ნევროლოგების და შემუშავებულ იქნას ნევროლოგიური მკურნალობის და რეაბილიტაციის სქემა”, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი – დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა შერიგების ინიციატივა იქნება
შემდეგი სტატიაუგულავა – სადღესასწაულო ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც საქმიანი საუბარი შედგება და ამის მოლოდინი არც არის