ინტერპარტიული ჯგუფი “რესპუბლიკელებს” ე.წ. გერმანული მოდელის უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვისკენ მოუწოდებს

ინტერპარტიული ჯგუფი რესპუბლიკელებს მოუწოდებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიტანონ განსახილველად საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი.

მათ განცხადებაც გაავრცელეს, სადაც წერია, რომ კანონპროექტის განხილვა შექმნის საჭირო ხმების შეგროვების დამატებით შესაძლებლობას. მათი აზრით, ასევე მნიშნველოვანია საბოლოოდ გაირკვეს ვინ უჭერს მხარს ამ მოდელს.

ინტერპარტიულის შეფასებით, ამ კანონპროექტით ჯერ კიდევ არსებობს სისტემის გაჯანსაღების შანსი. განცხადებას ხელს 13 პარტია აწერს.

„თუ ასეთ მაიმუნობას აქვს ადგილი, რომ უფასო სარეკლამო საეთერო დროის სანაცვლოდ ვიღაცას უნდა დათმოს გერმანული მოდელი მოდელის გატანა და კენჭისყრა საქართველოს პარლამენტში, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ,“ – აცხადებს ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი: როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო
შემდეგი სტატიანაფიც მსაჯულთა პროფესიული წრე შესაძლოა გაიზარდოს