დავით ზალკალიანი: როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, “როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო.

ზალკალიანის განმარტებით, “ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლის და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით”.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა საგარეო უწყებაში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “შეხვედრამ ძალზედ პოზიტიურად ჩაიარა”.

“გვქონდა უაღრესად ღია და გულწრფელი აზრთა ურთიერთგაცვლა დემოკრატიის და მმართველობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ჩვენი ამერიკელი კოლეგების ჩართულობის და მხარდაჭერისთვის საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენელთა მონაწილეობა დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ეს არის ტრადიცია, რომელიც დამკვიდრდა 2012 წლის შემდეგ და მოხარული ვართ, რომ დღესაც გვქონდა შესაძლებლობა, რომ როგორც უმრავლესობის ისე უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია გამოეხატათ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაინტერპარტიული ჯგუფი “რესპუბლიკელებს” ე.წ. გერმანული მოდელის უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვისკენ მოუწოდებს