ინტეგრაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ისე იქცევა, თითქოს არ უნდა, წარმატებას მიაღწიოს, ეჭვები ჩნდება საზოგადოებაში და არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც ასეთი ეჭვები გასჩენოდა – ხვიჩია

ინტეგრაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ იქცევა ისე, თითქოს მას არ უნდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ამ ფრონტზე. არ მინდა ამის დაჯერება, მაგრამ ასეთი ეჭვები ჩნდება. ეჭვები ჩნდება საზოგადოებაშიც და არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტსაც ასეთი ეჭვები გასჩენოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ცოტა ხსნის წინ გაკეთებული განცხადება.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ფუნდამენტურად მართალია, როცა ამბობს, რომ საქართველოს ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ არც გვარამიას, არც სააკაშვილს, არც ბიძინა ივანიშვილს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნათქვამი და ნათქვამი, რომლის უგულებელყოფა ამ ქვეყანაში ძვირად დაუჯდება ყველა ხელისუფლებას და უნდა დაუჯდეს კიდეც, თუ ჩვენ ვართ ქვეყანა. პრეზიდენტს გავუგებდი იმ შემთხვევაში, რომ საერთოდ არაფერი მოსწონებოდა ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ რიტორიკიდან, რომელიც საქართველოში დასავლურ ინტეგრაციას ეხება. ვიზიტიბზე წარმოდგენა არ მაქვს, ეს სრულად აუხსნელი ამბავია, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა დასავლურ ინტეგრაციაზე. „ქართული ოცნება“ იქცევა ისე, თითქოს მას არ უნდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ამ ფრონტზე. არ მინდა ამის დაჯერება, მაგრამ ასეთი ეჭვები ჩნდება. ეჭვები ჩნდება საზოგადოებაშიც და არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტსაც ასეთი ეჭვები გასჩენოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი: ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მთავარი გზავნილია, რომ ისინი მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას
შემდეგი სტატიასახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როდესაც უპასუხისმგებლო განცხადებები გვესმის სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, როდესაც ფაქტები მეტყველებს სხვა რამეს – ოხანაშვილი