სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როდესაც უპასუხისმგებლო განცხადებები გვესმის სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, როდესაც ფაქტები მეტყველებს სხვა რამეს – ოხანაშვილი

ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, რომ ძალიან დამაზიანებელია და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როდესაც უპასუხისმგებლო განცხადებები გვესმის სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, როდესაც ფაქტები მეტყველებს სხვა რამეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტს შეახსენებს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ასოცირების დღის წესრიგი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად.

„საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით რა კომუნიკაცია არის, ამაზე პასუხი უნდა გასცეს ერთი მხრივ პრეზიდენტმა, რას გულისხმობს და მეორე მხრივ – მთავრობა გასცემს პასუხს. მე არ ვარ მთავრობის წარმომადგენელი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტობა არ ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელობას და არ ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრობას, საგარეო კურსზე არის პასუხისმგებელი მთავრობა, მათ აქვთ განსაზღვრული ის მიმართულებები თუ რას აკეთებენ ისინი, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის პროცესში. პრეზიდენტს თუ სურს, რომ შევახსენოთ, მაშინ შევახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ის როდესაც არ იყო „ქართული ოცნების“ წევრი და არც პარლამენტში ყოფილა და არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ვიზალიბერალიზაცია, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან. ასოცირების დღის წესრიგი შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. ამიტომ, ქალბატონ პრეზიდენტს თუ უნდა შევახსენოთ, „ქართულ ოცნებას“ რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, ეს არის ფაქტები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე შეფასებით, სამარცხვინოა ერთ კონტექსტში სააკაშვილის, გვარამიას და ბიძინა ივანიშვილის მოხსენიება.

„ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, რომ ძალიან დამაზიანებელია და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, მაშინ როდესაც ფაქტები მეტყველებს სხვა რამეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების დღის წესრიგი. ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა ჩაიხედოს, ან ურჩიონ, რომ ჩაიხედოს ევროკავშირის ანგარიშში, რომ საქართველო არის ლიდერი იმ ტრიოს შორის, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციაში დაახლოება. რაც შეეხება შემდეგ განცხადებას, სამარცხვინოა ასევე, რომ თურმე კრიმინალი სააკაშვილი და სტრასბურგის მიერ არაერთხელ მხილებული სააკაშვილი, გვარამია უნდა ახსენო იმავე კონტექსტში, რა კონტექსტშიც უნდა ახსენო ბიძინა ივანიშვილი. სამარცხვინოა ერთ სიბრტყეში დაყენება კრიმინალების და იმ ადამიანის, რომელმაც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას კრიმინალებისგან თავი დააღწევინა. ეს არის ფაქტების თავდაყირა დაყენება, ამიტომ, ჩამობრძანდეს პრეზიდენტი. მან უნდა ისაუბროს იმ საკითხებზე, რაზეც თვითონ დაიწყო საუბარი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინტეგრაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ისე იქცევა, თითქოს არ უნდა, წარმატებას მიაღწიოს, ეჭვები ჩნდება საზოგადოებაში და არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც ასეთი ეჭვები გასჩენოდა – ხვიჩია
შემდეგი სტატიამაია ბითაძემ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (KfW) ახალი საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა