ინფიცირებული კორნელი კაკაჩიას მდგომარეობა დამძიმდა – ის თბილისში გადმოყვანას ითხოვს

კვლევითი ორგანიზაცია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის თბილისში გადმოყვანას ითხოვს.

მანამდე კაკაჩიას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებულია ასევე პროფესორის დედაც. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. ოჯახის ორივე წევრი მკურნალობას ამ ეტაპზე რუხის საავადმყოფოში გადის.

“მეგობრებო ჩემი ცხოვრება მოულოდნელად სულ სხვა მხარეს აღმოჩნდა.. დედას რომელსაც მანამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები დაუდგინდა კოვიდი. ორივე რუხის საავადმყოფოში ვართ, დედა ამ ეტაპზე უკეთაა. ჩემი მდგომარეობა უფრო რთულადაა.. ბოლო 6 დღე ზედიზედ მაღალი 39 სიცხე, სტაბილურად მიჭირს სუნთქვა (მარჯვენა ფილტვის პნევმონია), დღე-ღამე არეული მაქვს ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ და ნუ მიწყენთ. უბრალოდ ამ ეტაპზე მეტი არ შემიძლია. ყველას გიხდით მადლობას ვინც აქამდეც მხარს გვიჭერდით. ყველანი მეიმედებით”, – დაწერა კაკაჩიამ რამდენიმე საათის წინ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში აცხადებენ, რომ როინ შავაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა
შემდეგი სტატიამორიგი მასშტაბური აქცია – 21 ნოემბერს ცოცხალ ჯაჭვში ხალხი კიდევ ერთხელ ჩადგება