მორიგი მასშტაბური აქცია – 21 ნოემბერს ცოცხალ ჯაჭვში ხალხი კიდევ ერთხელ ჩადგება

21 ნოემბერს ცოცხალ ჯაჭვში ხალხი კიდევ ერთხელ ჩადგება და 31 ოქტომბრის არჩევნებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

მეორე ტურებს ბოიკოტს უცხადებს ყველა ოპოზიციური პარტია. ქუჩაში ისინიც ხალხთან ერთად ჩადგებიან ცოცხალ ჯაჭვში, თუმცა არ არის გამორიცხული პროტესტი სხვა ფორმითაც გამოხატონ. ოპოზიცია ამ საკითხზე ისევ მსჯელობს.

საპროტესტო აქცია იგეგმება ყველგან, სადაც მეორე ტურებია დანიშნული, ასეთ კი 17 ოლქია.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლით არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ, ამიტომ ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, კვლავ მთავარ მოთხოვნად რჩება. ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის და კონკრეტული წინადადებების მოლოდინში.

მოლაპარაკებების ფორმატი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, შესაძლოა გაფართოვდეს. არ არის გამორიცხული მას ოპოზიციიდან ნინო ბურჯანაძეც დაემატოს. იგი იქნება იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, რომლებმაც ცესკოს მონაცემებით ბარიერი ვერ გადალახეს.

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისა და ხელისუფლების წევრებთან შეხვედრის შემდეგ რა წინადადებით მივა მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მესამე რაუნდზე, ან როდის, ეს ჯერ უცნობია.

პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპონენტებს პარლამენტში შესვლისკენ. ,,ქართული ოცნება” ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს.

დღის ბოლოს განცხადება ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა მიმართვა გაავრცელა. კახი კალაძე პირველად საარჩევნო ხარვეზებს აღიარებს და პასუხისმგებლობასაც იღებს.

ოპოზიციის ლიდერები 21 ნოემბრის აქციის დეტალებს საბოლოდ ხვალ დააზუსტებენ.

banner
წინა სტატიაშიინფიცირებული კორნელი კაკაჩიას მდგომარეობა დამძიმდა – ის თბილისში გადმოყვანას ითხოვს
შემდეგი სტატიათავდასხმა ოპოზიციის წევრებზე და პოლიციის გულგრილობა ბათუმში