ინფექციურში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს ​კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ მათ კლინიკაში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მისი თქმით, 8 და 9 წლის ბავშვები დღესვე დატოვებენ კლინიკას.

„ლუგარის ლაბორატორიაში დამთავრდა ტესტირება ახალ კორონავირუსზე. პასუხი უარყოფითია, ანუ გამოირიცხა ახალი კორონავირუსით ინფიცირება.

პაციენტების მდგომარეობა დღეს, დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა და ჩივილები აღარ აქვთ. ლაბორატორიულადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა. აქედან გამომდინარე, პაციენტების ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ორი მოზარდი, 8 და 9 წლის პაციენტები დღესვე დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ირანის მოქალაქე სამი პაციენტი, დედა და ორი შვილი თბილისის ინფექციურ საავამდყოფოში გუშინ შეიყვანეს.

banner
წინა სტატიაშილაშა ხუციშვილი – სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით 2022 წლამდე არანაირი ცვლილება არ იგეგმება
შემდეგი სტატიაკორონავირუსის გამო, საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს