კორონავირუსის გამო, საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +989352110274; +989122997726; +989108201041“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიინფექციურში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს ​კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება