ინგოროყვას კლინიკაში, 86 წლის კოვიდინფიცირებული დაშავდა

ვინ არის დამნაშავე 86 წლის კოვიდინფიცირებულის ფიზიკურ დაზიანებაში – ფაქტს ინგოროყვას კლინიკაში უკვე სწავლობენ.

შემთხვევა წუხელ მოხდა. კოვიდინფიცირებული პაციენტი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ ფიზიკურად დაშავდა, ახლობლების განმარტებით 86 წლის კოვიდინფიცირებულს ინგოროყვას კლინიკა თავდაპირველად არ იღებდა მიზეზად კი მის მძიმე მდგომარეობას ასახელებდა.

მოგვიანებით პაციენტი მიიღეს, თუმცა ახლობლების ვარაუდით ის უყურადღებოდ დატოვეს, რის გამოც სავარაუდოდ საკაციდან გადმოვარდა, მომხდარში კლინიკის მედ პერსონალი და სასწრაფო ერთმანეთს ადანაშაულებდა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მედ პერსონალი რთულ და არანორმირებულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა პირობას იძლევიან რომ კონკრეტულ ფაქტს შეისწავლიან.

banner
წინა სტატიაშივატო შაქარიშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს
შემდეგი სტატიამელია – როგორც არასდროს მჯერა, 2 ოქტომბერს მოვიგებთ!