მელია – როგორც არასდროს მჯერა, 2 ოქტომბერს მოვიგებთ!

“როგორც არასდროს მჯერა, 2 ოქტომბერს მოვიგებთ!”,- ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, თბილისი მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციონერი კანდიდატების წარდგენისას.

ნიკა მელიას თქმით, თუ რეფერენდუმად ქცეულ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი ოლიგარქ ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანდება, ბევრ ოლქში პირველივე ტურში დაამარცხებენ.

“თუკი ჩვენ დავუპირისპირდებით ერთმანეთს და ვიღაცას სიმაღლე, ვიღაცას მეტყველება, ვიღაცას პარტიული შეხედულება არ მოეწონება, ეს არის ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელსაც ჩვენ ოდესმე დავუშვებთ. “გირჩის” ამომრჩეველი, “ევროპული საქართველოს” ამომრჩეველი, “დროას” ამომრჩეველი, მაგალითად, ბატონი ჭიჭინაძის, ბურჯანაძის, “ლეიბორისტული პარტიის” და სხვების, ვინც ამ ფორმატში აქ არ დგანან… მათი ამომრჩეველი რომ მოვა და ხმას მე მომცემს, მაგალითად, ერთმანეთზე შესაძლებელია უმაღლესი წარმოდგენის არ ვიყო, მაგრამ როდესაც სახელმწიფოებრივი საფუძველი ხელისგულზე უდევს ოლიგარქს და შთანთქავს, მე ვფიქრობ, ეს განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ”,- თქვა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიინგოროყვას კლინიკაში, 86 წლის კოვიდინფიცირებული დაშავდა
შემდეგი სტატიამედიის ცნობით, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით ქაბულიდან 640 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა