ინგა გრიგოლია: კეზერაშვილის შემთხვევაში ეს არის ფორმულაზე შეტევა

“არ მგონია, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოეტანათ მაინც და მაინც ახლა, რომ არ არსებობდეს ფორმულა. იმიტომ, რომ დააკომპლექსონ ყველა ჟურნალისტი, რომელიც არ ფიქრობს ისე, როგორც ხელისუფლებას უნდა. რასაკვირველია, მოახლოებული არჩევნების წინ, კონკრეტულად კეზერაშვილის შემთხვევაში ეს არის ფორმულაზე შეტევა”,-ამბობს TV პირველის წამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. .დღეს, 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას მფლობელს დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს არის დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამატყუნებელი განაჩენი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია გაიხსნა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მე მაინტერესებს ამათი დამარცხება, მე მაინტერესებს ბრძოლა