ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში COVID-19-ისგან სიკვდილიანობა ზედიზედ მეორე დღეა, 4,000-ს აღემატება, რამაც ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტვის მოთხოვნა გაზარდა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 092 ადამიანის დაღუპვის შესახებ გამოაცხადა – ქვეყანაში სულ 242 362 ადამიანია დაღუპული. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 403 738-ით გაიზარდა, პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა სრულმა რაოდენობამ კი 22.3 მილიონს მიაღწია.

ინდოეთi COVID-19 მეორე ტალღა მძიმედ დააზარალა, შემთხვევები და სიკვდილიანობა რეკორდულად მაღალ აჩვენებელს ყოველ მეორე დღეს აღწევს. ბევრ საავადმყოფოში ჟანგბადის და საწოლების უკმარისობის და მორგებისა და კრემატორიუმების გადატვირთვის გამო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ COVID-19-თ ინფიცირებისა და დაღუპვის შემთხვევების რეალური რაოდენობა შეიძლება, ბევრად მაღალი იყოს.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაTDI – სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო