ინდოეთის პრემიერის განკარგულებით, „ძროხების დამცველების“ მოქმედებებს შეისწავლიან

6ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრ მოდიმ ის ხალხი, ვინც ადამიანებს, ძროხის დაცვის მიზნით, ასამართლებენ, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. საერთოდ, ინდოეთში ძროხა წმინდა არსებად ითვლება. მოდიმ, რომელიც ინდუს ნაციონალისტებს ემხრობა, განაცხადა, რომ ასეთი ადამიანები მას „აბრაზებენ“ და აუცილებელია, რომ მათი მოქმედებების გამოძიება დაიწყოს. „ძროხების დამცველები“ კი ირწმუნებიან, რომ ადამიანებმა, რომლებიც გაასამართლეს, ძროხას ზიანი მიაყენეს, ზოგ შემთხვევაში, დაკლეს და გაატყავეს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განკარგულების გამო მოდიმ შესაძლოა, ამომრჩევლები დაკარგოს.

banner
წინა სტატიაშიზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი სარდაფში მძინარე იპოვეს
შემდეგი სტატიაასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა სტამბოლში