ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა სტამბოლში

13882077_10210090670293836_4431930424011426173_nასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა სტამბოლში, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მხარდამჭერ აქციაზე. თურქები პრეზიდენტს მადლობას უხდიდნენ, რათა გადატრიალების მცდელობა აღკვეთა და მასში ჩართული ყველა პირი დააკავა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავის ერს, რომელმაც 15 ივლისის ღამეს სამშობლო FETÖ-ს სიცოცხლის ფასად არ დაუთმო და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო 240 დაღუპული გმირის ხსოვნას.

„ამ ერმა ათასი წლის წინ მალაზგირთში ანატოლიის კარი რა რწმენითაც გააღო 15 ივლისსაც მგავსი რწმენით იმოქმედა“- განცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ მტრების საქმე, რომლებიც ამავე ღამეს თურქეთის დანგრევას ელოდებოდნენ უფრო რთულადაა.

პრეზიდენტის თქმით, იენიქაფის მოედანის სურათმა მტრები ისევე გაანადგურა, როგორც 16 ივლისის დილის სურათმა და ეს მომავლის დაცვის გამოცხადებისა და დამტკიცების სურათია.

მისი თქმით, უკვე თანამედროვე ცივილიზაციებზე მაღლა ასვლის დრო მოვიდა და თურქმა ერმა ამ სურათით დაამტკიცა, რომ ერთობა და თანადგომა მხოლოდ სლოგანი არ არის და საჭიროების შემთხვევაში მას ახორციელებენ კიდევაც, რითაც ამაყია.

ერდოღანმა დასძინა, რომ 1920-იან წლებში ოკუპაციის პერიოდში ათათურქი ამბობდა, რომ თურქი ერი ისეთია  მაღალია, რომ ამას არასოდეს დათანხმდება და დაამატა: “გაზი მუსტაფა ქემალიდან 96 წლის შემდეგ იენიქაფის მოედანზე მეც ვამბობ, რომ ეს ერი მონობას არასოდეს დათანხმდება.“

პრეზიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ვერაგული გადატრიალების მცდელობის დროს მეამბოხეებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ქალის თავმოცლილი სხეულიც კი ნახეს და ამ მოღალატეების სიკვდილით დასჯის მომთხოვნი ხალხის ეს მოთხოვნა თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისშიც იქნება გათვალისწინებული და როდესაც მის წინ მივა იმას გააკეთებს, რაც საჭიროა.

57a76ed8ce048

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან სასამართლომდე, პოლიციიდან სკოლებამდე, საავადმყოფოებამდე ყველა დაწესებულებაში შეპარული ყველა ტერორგანიზაცია სახელი რაც რა უდნა ერქვას PKK ან DAİŞ-ი თურქი ერის მტერი კანონიერად განადგურდება.

მისი თქმით, ეს ერთობა ახალ საწყისად უნდა გარდაიქმნას და FETÖ-ს მიერ გამოწვეული ყველა ფაქტი ისევე უნდა იქნას განხილული.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 15 ივლისიდან დღემდე 80 მილიონი მოქალაქე ერთ ხმად და ერთ გულად იქცა და დღეს იენიქაფიში დროშის გამაერთიანებელი ძალის ქვეშ ერთად შეიკრიბა და დემოკრატიის სადარაჯოზე დგომა დაგვირგვინდა.

„მადლიერი ვარ ჩემი ერის და მას მადლობას ვუხდი სიტყვებისთვის „გამარჯვება დემოკრატიის, მოედნები ხალხისაა.“

 

banner
წინა სტატიაშიინდოეთის პრემიერის განკარგულებით, „ძროხების დამცველების“ მოქმედებებს შეისწავლიან
შემდეგი სტატიარუსეთის ეროვნული ნაკრები პარალიმპურ თამაშებს სრულად გამოეთიშა