ინდოეთის დელეგაცია ჯიღაურას კვლევით ბაზას ეწვია

საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით არსებული გარემოს შესწავლის მიზნით, საქართველოში ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც “თაიმერს” სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ინდოელ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საკვლევი ბაზა დაათვალიერებინეს და ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენოფონდი გააცნეს.
ინდოეთის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ინდოეთის მხარე მზადაა
საქართველოსთან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ითანამშრომლოს. ინდოელი სტუმრები განსაკუთრებით საქართველოში ჩაის კულტურის კულტურის წარმოებით დაინტერესდნენ.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინდოეთს ჩაის წარმოების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს და ქართული მხარისთვის
მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება, ასევე ინდური ჩაის ჯიშების საქართველოში ინტროდუქცია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის დელეგაციის წევრები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში ჩაის პლანტეციებს დაათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.

როგორც ბასკარ ჯიოტი მაჰანტამ აღნიშნა – ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაქვს. ორივე მხრიდან თანამშრომლობის მზაობა არსებობს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთ პირობებზე შეთანხმება, რაც ორივე მხარისთვის მისაღები და სასარგებლო იქნება. ვმუშაობთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის წინ წამოწევის და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ჩვენთვის მეტად საინტერესოა ჯიღაურას ბაზაზე განთავსებული ვაზი და ხეხილოვანი კულტურები, სადემონსტრაციო ნაკვეთები და მიმდინარე კვლევითი სამუშაოები. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ინდოეთში ქართული მხარის გამოცდილების დავნერგავთ“.

banner
წინა სტატიაშისად წარადგენეს პაატა ბურჭულაძე სამეგრელოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი: დავით ნარმანიას ტყავში ყოფნას არავის ვუსურვებდი