ალექსი პეტრიაშვილი: დავით ნარმანიას ტყავში ყოფნას არავის ვუსურვებდი

თბილისის მერის დავით ნარმანიას ტყავში ყოფნას არავის ვუსურვებდი, ადამიანურად მართლა მაქვს სიბრალულის განცდა, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნარმანიას საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც არადამაკმაყოფილებელი.

“ძალიან გულწრფელად ვამბობ, მას არ აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ნარმანია ვერ მუშაობს, ვერ აწყობს ურთიერთობას ვერც თბილისის მოსახლეობასთან, ვერც სამოქალაქო საზოგადოებასთან”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” დღეს არ აქვს უფლება, რომ ნარმანიას გადაყენების გადაწყვეტილება მიიღოს.

“ქართული ოცნება” საზოგადოების წნეხის გამო, დავით ნარმანიას გადადგომის განცხადებას არ დააწერინებენ”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინდოეთის დელეგაცია ჯიღაურას კვლევით ბაზას ეწვია
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მერს რეკომენდაციით მიმართა