ინციდენტი ტყიბულში – ორ ახალგაზრდას შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთი დაშავდა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ინციდენტი ტყიბულში – ორ ახალგაზრდას შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთი მათგანი დაშავდა. 26 წლის მამაკაცი ტყიბულის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს ერთ-ერთი მათგანი წყლის საწრეტ არხში ჩავარდა, რკინის მავთულზე დაცემის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას სხეულზე, ორ ადგილზე ნაკვეთი ჭრილობა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთის გზატკეცილზე მომხდარი ბინის ქურდობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაშსს-მ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების მუქარით ჩადენილი გამოძალვისთვის ერთი პირი დააკავა