შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთის გზატკეცილზე მომხდარი ბინის ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს
დაბადებული ბ.ფ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში
დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე
მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით ოქროს
ნივთები და ძვირადღირებული საათები მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი
ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აბაშაში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ორი პირი
შემდეგი სტატიაინციდენტი ტყიბულში – ორ ახალგაზრდას შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთი დაშავდა