ინციდენტი რუსთაველის გამზირზე – კარვის შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 12:06

ინციდენტი რუსთაველის გამზირზე – კარვის შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული

ინციდენტი რუსთაველის გამზირზე. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი პირი დაუპირისპირდა. ორივე მათგანი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეა. უცნობია რა გახდა სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი.

თავად აქციის მონაწილეები რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფენ.

მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. პოლიცია უშუალოდ კარვის შესასვლელებთან განთავსდა.

რუსთაველის გამზირზე პოლიციის დიდი რაოდენობა დილიდან არის მობილიზებული. განთავსებულია რკინის ჯებირები.

დღეს დილით სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა და კიდევ სამი მონაწილე დააკავეს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 12:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics