“ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული,ის მიმდინარეობდა უმწვავესი სამოქალაქო პროტესტის ფონზე” – ბაჩუკი ქარდავა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ხელისუფლების მაღალჩინოსნების განმარტებებს ეხმაურება.

საუბარია განცხადებაზე, რომ ოპოზიცია გეგმავდა ინაუგურაციის ჩაშლას, რის გამოც მიღებული იყო განსაკუთრებული ზომები.

ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ეს არის ტყუილი და ინაუგურაციის ჩაშლას ოპოზიცია არ აპირებდა.

„ჩვენ არანაირი გეგმა და მიზანი არ გვქონია, რომ ჩაგვეშალა ინაუგურაცია, მაგრამ თვითონ ხელისუფლების შეცდომებმა და უგუნურმა ნაბიჯმა, რაც გააკეთა პიკეტების სახით, ამან გააბახა ინაუგურაცია და ეს კანონზომიერებაა. როდესაც 28 ნოემბერს მოპარა ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი და ძალით დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, ლოგიკური იყო, რომ ეს ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული ინაუგურაცია იმიტომ, რომ ამის პარალელურად მიმდინარეობდა უმწვავესი სამოქალაქო პროტესტი,“ – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას უკანონო ბრძანების საფუძველზე დაირღვა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ოპოზიციას, მხარდამჭერებთან ერთად, არ მიეცათ საშუალება პროტესტის გამოთქმის.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, გზები ჩახერგილი იყო სატვირთო მანქანებით, რომელსაც პოლიციის ლოგო არ ჰქონდა.

ბაჩუკი ქარდავას დავით კირკიტაძის დაკავებასაც ეხმაურება. ის ამბობს, რომ მთელი დღე ოპოზიციის ლიდერებს უთვალთვალებდნენ სუს-ის აგენტებ

banner
წინა სტატიაში“დავით კირკიტაძე ახლა არის გაერთიანებული ოპოზიციის სახე, რომელსაც ასამართლებენ” – მურთაზ ზოდელავა
შემდეგი სტატია“ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, რომ კომფორტში ეგრძნოთ საკუთარი თავი” – გიორგი ბოტკოველი თელავში აქციაზე