“ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, რომ კომფორტში ეგრძნოთ საკუთარი თავი” – გიორგი ბოტკოველი თელავში აქციაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი, თელავის ცენტრში ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული აქციის ჩაშლას არჩევანის ეთერში აფასებს.

გიორგი ბოტკოველი შსს-ს წარმომადგენლების განცხადებას ეხმაურება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ოპოზიცია შეცვლილ მარშრუტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თელავში ყველა შესასვლელი გადაკეტილი იყო და მოძრაობაზე შეზღუდვები იყო დაწესებული.

„ეს არის ტყუილი გახარიას, ხელისუფლების მხრიდან, რომ იქ, თითქოს, რამე დაანონსებული იყო, რომ ეს გზა იქნებოდა დაკეტილი. კოლონა მოემართებოდა მიმართულებით. ყვარელში გადასასვლელი კიდევ მეორე ტყუილი, რაც ყვარლიდან შემოვლითი გზა არსებობდა, დღის განმავლობაში, როდესაც ჩვენ თელავში ვიკრიბებოდით ადგილობრივები, არაერთმა ადამიანმა დარეკა, რომ მაგალითად, აეროპორტთან ასევე გადაკეტილი იყო მოძრაობა და იქიდან ვერ შეძლეს ადამიანებმა მოსვლა… ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, რომ კომფორტში ეგრძნოთ საკუთარი თავი,“ – ამბობს ბოტკოველი.

banner
წინა სტატიაში“ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული,ის მიმდინარეობდა უმწვავესი სამოქალაქო პროტესტის ფონზე” – ბაჩუკი ქარდავა
შემდეგი სტატია“ეს არ უნდა გადატყდეს მხოლოდ კირკიტაძეზე, არამედ სხვებზეც, რომლებიც ამას აქეზებდნენ” – ნუკრი ქანთარია