ინაშვილი: რაც ხდება, ქართველი ხალხის მორიგი ღალატია

ინაშვილი

“რაც ხდება, ქართველი ხალხის მორიგი ღალატია. ე.წ. ოპოზიციასაც და “ქართულ ოცნებასაც” სკამის გარდა, არაფერი არ აინტერესებს”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ინაშვილის თქმით, უახლეს ისტორიაში საქართველოს არ ჰყოლია ამ ე.წ. ოპოზიციაზე, “ქართულ ოცნებაზე” და კოჰაბიტაციაზე დიდი მტერი.

“იმედია, ახლა მაინც ხვდებით, რა ხდება. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ პროცესში. არ ვაწერთ ხელს არანაირ დოკუმენტს. რაც ხდება, ქართველი ხალხის მორიგი ღალატია. ე.წ. ოპოზიციასაც და “ქართულ ოცნებასაც” სკამის გარდა, არაფერი არ აინტერესებს. სინამდვილეში მორიგჯერ გარიგდნენ და მმართველობას იყოფენ. აქ არ არსებობს არც მართლმსაჯულება და არც კანონი. პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგი ცხადყოფს ამას. კანონი ისაა, რაც სჭირდებათ სკამების გადასარჩენად. არ არის ეს თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. უბრალოდ, არ არის. უახლეს ისტორიაში საქართველოს არ ჰყოლია ამ ე.წ. ოპოზიციაზე, “ქართულ ოცნებაზე” და კოჰაბიტაციაზე დიდი მტერი. გაიგეთ, ეს ერთი ხალხია და ერთი ბოროტებაა”, – წერს ირმა ინაშვილი.

19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა” სრული დეპუტაციით მალე იქნება პარლამენტში
შემდეგი სტატიასამადაშვილი: ტალახს მაინც არ ვისვრი, ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა