სამადაშვილი: ტალახს მაინც არ ვისვრი, ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა

“სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია-‘მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ ‘მოღალატეს’ დავუძახებთ.’🙂 ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები”, – წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი: რაც ხდება, ქართველი ხალხის მორიგი ღალატია
შემდეგი სტატიაუკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 ათასი რუსი სამხედრო დგას