ინაშვილი: “ოცნებას შანსი არ აქვს, მისი რეიტინგი 30%-ც კი არ არის

,,ქართული ოცნება” მძიმე მდგომარეობაშია, მისი რეიტინგი მუდმივად მცირდება და არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვს – ამის შესახებ ,,პატრიოტრთა ალიანსის” ლიდერმა განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით, მუდმივ რეჟიმში ხვდება ამომრჩევლებს და კარგად იცის მათი განწყობა:

“კობახიძეს რომ დაუტოვებ ქვეყანას, ყველა სადავეს ჩააბარებ და პარლამენტს ცირკს დაამსგავსებ, არჩევნებს რომ გააყალბებ, ყველაფერს ფეხზე დაიკიდებ, მერე ასეთ მდგომარეობაში ვარდები, რა მდგომარეობაშიც ახლა ,,ქართული ოცნებაა”. არავითარი 45%, არც 40 და არც 30% ,,ქართულ ოცნებას” არა აქვს.

ჩვენ დავდივართ სოფლებში, ვხვდებით მოსახლეობას და ვიცით მათი განწყობა. არავითარი შანსი ამ არჩევნებში ,,ქართულ ოცნებას” არა აქვს” – პროგნოზირებს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: საქართველოს მესამე პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნდეს
შემდეგი სტატიაინაშვილი სააკაშვილის ჩამოსვლაზე: არც ერთი სიტყვა სარწუნოდ არ მიმაჩნია