ინაშვილი სააკაშვილის ჩამოსვლაზე: არც ერთი სიტყვა სარწუნოდ არ მიმაჩნია

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი, ამბობს, რომ “ქართული ოცნებისთვის” გადამწყვეტ არჩევნებზე ის და მისი გუნდი მმართველ პარტიას არ დაეხმარება.

“ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ გაუმკლავდება ,,ოცნება” პროცესებს” – განაცხადა ინაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაანონსებულ ჩამოსვლას, “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, კანონის შესაბამისად იმოქმედოს, თუმცა ინაშვილს ამის იმედი არ აქვს.

“ოცნებამ” იმდენი დაპირება არ შეასრულა, ჩვენ დახმარების სურვილი არ გვაქვს”- დასძინა მან.

რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლას, ივაშვილი ამბობს, რომ ეს ჯერ-ჯერობით თეორიული მსჯელობაა.

“არც ერთი სიტყვა სარწუნოდ არ მიმაჩნია, არც ე.წ ოპოზიციის, არც იმის რომ იქ ვიღაცამ ბილეთი იყიდა და არც იმის რომ ვინმეს ციხეში გაუშვებენ. “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა ცირკს დაამსგავსა. პარლამენტმა წონა დაკარგა”- თქვა ინაშვილმა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიცია, რომელიც არჩევნებს გაყალბებულს უწოდებდა, “აიკრიფა” და მეცხრე მოწვევის პარლამენტში “შეცვივდა”:

​თუ არჩევნები გაყალბდა სად შედიხარ? პარლამენტმა წონა დაკარგა. ზოგიერთი წყლის პისტოლეტით თამაშობს, ზგმა მარუიხუანა მოწია”- აღნიშნა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი: “ოცნებას შანსი არ აქვს, მისი რეიტინგი 30%-ც კი არ არის
შემდეგი სტატიაDRI: საპატრიარქო წინასაარჩევნოდ ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირებს